პირველი დღე
დღეს პირველი დღეა, ზოგადი შთაბეჭდილებები კარგია, მეხუთე ჯგუფში მოვხვდი, ამ ჯგუფში არცთუ ისე ბევრნი ვართ, სულ 4 ტრენერი...
პირველ დღეს განვიხილეთ:
ასევე დავათვალიერეთ მზა პროექტები სხვადასხვა საფეხურზე და დავალებაც მივიღეთ, დავალება კი შემდეგში მდგომარეობს: უნდა დავამზადოთ საინფორმაციო ბუკლეტი, რითაც დავუმტკიცებთ საზოგადოებას რამდენად სასარგებლოა პროექტები.
დღეს პირველი დღეა, ზოგადი შთაბეჭდილებები კარგია, მეხუთე ჯგუფში მოვხვდი, ამ ჯგუფში არცთუ ისე ბევრნი ვართ, სულ 4 ტრენერი...
პირველ დღეს განვიხილეთ:
- პორტფოლიოს შექმნა;
- იდები;
- მიზნების ფორმულიება;
- გავიაზრეთ როგორ ხდება ზოგადი, თემატური და შინარსობრივი კითხვების დასმა-შერჩევა;
- წინარე ცოდნის შეფასება;
- შეფასების ჩარჩო;
- ნამუშევრების შექმნა;
- დიფერენცირებული სწავლების პრონციპები;
- თვითრეგულირებადი სწავლა;
- ფასილიტაციისა და მენეჯმენტისათვის მასალების შექმნა.
ასევე დავათვალიერეთ მზა პროექტები სხვადასხვა საფეხურზე და დავალებაც მივიღეთ, დავალება კი შემდეგში მდგომარეობს: უნდა დავამზადოთ საინფორმაციო ბუკლეტი, რითაც დავუმტკიცებთ საზოგადოებას რამდენად სასარგებლოა პროექტები.
აი როგორი მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო პირველი დღე, მართალია ძალიან დავიღალე, მაგრამ კმაყოფილი ვარ. ინტერესით ველოდები მეორე დღეს..
მეორე დღე
და აი მეორე დღეც დადგა...
დღე შესრულებული დავალებების წარდგენით დავიწყეთ, ანუ თითეულმა ჯგუფმა წარმოადგინა საკუთარი დამზადებული ბუკლეტი მშობლებისთვის/საზოგადოებისთვის თემაზე: ,,რატომ არის პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანი"

- მოვახდინეთ იდეების გენერირება ჯგუფებში, იდეა ბევრი იყო: ,,შუშანიკი თანამედროვე ეპოქაში", ,,მთა და ბარი", ,,ემიგრაცია"... საბოლოოდ შევჯერდით და პროექტის თემად შევარჩიეთ ,,მთა და ბარი".
- ფაილში 21_st_centure_skill მოვნიშნეთის უნარ-ჩვევები, რომლის განვითარებაც მოხდება ჩვენი განხორციელებული პროექტით და აღნიშნული ფაილი შევინახეთ Сource_Recources საქაღალდეში;
- გადავედით ესგ-ზე, სადაც ჩავინიშნეთ ჩვენი პროექტით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები;
- გავარჩიეთ, რომ დასახული მიზანი უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და მორგებული პროექტზე;
- ჯგუფებმა ფლიფჩარტებზე ვიმუშავეთ, ჩამოვაყალიბეთ შერჩეული თემის სასწავლო მიზნები და მოვახდინეთ მიზნების პეზენტირება;
- სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკის მეშვეობით გავარჩიეთ თითეული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია (რამდენად სწორად იყო მიზნები დასმული, ჩამოუყალიბდებოდათ მათ მხოლოდ დაბალი დონის უნარები, თუ გავალთ უფრო მაღალ დონეზე);
- გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შეგენის რეკომენდაციებს;
- შევიმუშავეთ და წარმოვადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ჩვენი პროექტისათვის;
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკის მეშვეობით გავარჩიეთ თითეული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კითხვები;
- მივიღეთ დავალება: Unit_plan_Template ფაილში შევავსოთ დღეს განხილული საკითხები ჩვენი პროექტის მაგალითზე.
დასრულდა მეორე დღეც... ეხლა შორენას და მანანას ვიპოვი, რათა დავალება შევასრულოთ და მოუთმენლად ველოდები მესამე დღეს.
მესამე დღე
მესამე დღე ბატონი მერაბის ტრენინგით დავიწყეთ, საინტერესო იყო თუმცა ხანმოკლე, სულ 2 საათი, თემა მრავლისმომცველი იყო... განვიხილეთ ,,საავტორო უფლებების ქაოსი", რა შემთხვევაში არ არის საავტორო უფლებები დაცული და აქტივობაც მოვასწარით, მესამე ჯგუფში მოვხვდი... ჯგუფის კითხვა კი ასეთი იყო: ,,როგორ უზრუნველყოთ თითეული მოსწავლის ანგარიშვალდებულება ჯგუფური მუშობის დროს?" ჩვენი მიზანი იყო ჩამოგვეწერა რა პრობლემებს წავაწყდებოდით ასეთ დროს და დაგვესახა პრობლემის გადაჭრის გზები. ვიმუშავეთ ფლიფჩარტებზე, თითეულმა ჯგუფმა მოახდინა ნამუშევრის პრეზენტირება და შესვენების დროც მოვიდა...
ამჟამად ნინოს ტრენინგზე ვართ...
დღეს მნიშვნელოვანი იყო:

- როგორ შევაფასოთ წინარე ცოდნა
- შეფასების სტრატეგიები
- ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე
თითეულმა ჯგუფმა ჩამოვწერეთ ჩვენი პროექტისათვის აქტივობები და გავაკეთეთ გაწერილი აქტივობების პრეზენტირება, ასევე შევქმენით დაგეგმილი აქტივობებიდან ერთ-ერთი პროდუქტი, ჩვენი ჯგუფის შემთხვევაში ეს იყო Facebook-ზე კითხვარის განთავსება. შექმნილი ნამუშევარი განვიხილეთ შემდეგი კითხვების მიხედვით:
1. რა რა ცნებების და ცოდნის მიღებას მოველით მოსწავლის ნაშრომისგან?
2. 21-ე საუკუნის რომელი უნარ-ჩვევები გამოვლინდა ნაშრომში?
3. რომელ შეკითხვებს გაეცა პასუხი?
ჩვენი ნაშრომი ბოლომდე განხილულია და შესაბამისად დავალებაც არ გვაქვს შემდეგი დღისთვის.
შემიძლია დავისვენო და დაველოდო ხვალინდელ დღეს...